სახლი ივერია

"სახლი ივერია" თანამედროვე, ახალი კონცეფციის დეველოპმენტია, რომელიც მდებარეობს ბაგებში, სიმწვანეში, ვაკის პარკიდან სულ რაღაც 2.6 კმ-ის დაშორებით, არაჩვეულებრივი ხედებით ქალაქზე.  მაღალი კლასის, კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი გამორჩეულია ინფრასტრუქტურით და სერვისებით:

ინფრასტრუქტურა:

- 10,000 კვ.მ.-ის შემოსაზღვრული, დაცული, გამწვანებული და კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორია

- ველოსიპედის და სარბენი ბილიკები

- საბავშვო მოედანი

- ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი

- საბავშვო ოთახი

- მობინადრეთა შეკრების დასასვენებელი საერთო სივრცე

სერვისები:

- 24/7 დაცვის მომსახურება

- დახურულ ტერიტორიაზე შეშვების კონტროლი და კონსიერჟ სერვისი

- საერთო ფართების და ლიფტების დალაგება-დასუფთავება და ტექნიკური მოვლა-პატრონობა

- სარეკრეაციო ტერიტორიის ლანდშაფტ დიზაინი და გამწვანება

იჩქარეთ! ჯამში 35 საცხოვრებელი აპარტამენტიდან დარჩენილია 12 ბინა მინიმალური ფართით 144 კვ.მ. და 3 პენტჰაუზი ტერასებზე მოწყობილი აუზებითა და გამწვანებული ბაღებით. პენტჰაუზი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ კერძო სახლისთვის დამახასიათებელი ცხოვრების ხარისხი A კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურებასთან ერთად. თოთოეულ აპარტამენტზე გათვალისწინებულია ადგილი მიწისქვეშა დახურულ პარკინგში და ნულოვან დონეზე, მინ. 15 კვ.მ.-ის ვენტილირებადი ინდივიდუალური სათავსო ოთახი სველი წერტილით.

საცხოვრებელი კომპლექსის კარკასული მშენებლობა დასრულებულია, მიყვანილია კომუნიკაციები, მიმდინარეობს საერთო ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები და შიდა რემონტები, ტერიტორიისშემოსაზღვრა, შლაგბაუმის მოწყობა და სარეკრეაციო ზონის გამწვანება კანადური ბალახით და ნარგავებით, სარბენი ბილიკებისა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ბინები ბარდება მაღალი ხარისხის მასალებით შესრულებული „თეთრი კარკასის“ სტანდარტის რემონტით და დამატებით გათბობის სრული სისტემით:

- შემოსაზღვრული ვიდეო კამერებით დაცული ტერიტორია, დამონტაჟებული შლაგ ბაუმი და შეშვების სისტემა

- მოპირკეთებული საერთო ფართები და პარკინგი

- გამწვანებული და მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორია

- “MITSUBISHI”-ის  8 კაციანი ლიფტები

- გერმანული წარმოების “ROTO”-ს ალუმინის კარ-ფანჯარა

- მოჭიმული იატაკი

- ინდივიდუალური გეგმარების აგურის შიდა ტიხრები

- მიყვანილი კომუნიკაციები, ელექტროობა, ინტერნეტი

- გათბობის სისტემა გათბობის ქვაბის, გაყვანილობის და რადიატორების ჩათვლით

- საიზოლაციო მასალებით მოპირკეთებული ბანი შიდა კიბეებითა და აუზით

სახლი დასრულებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით ბარდება 2016 წლის ზამთარში.

სახლი ივერია - შენი ოცნების სახლია!

 

სახლი ივერია