მრავალფუნქციური ცენტრი "რესპუბლიკა" რესპუბლიკის მოედანზე 2017 წელს გაიხსნა. ის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის სტუმრებს.
პირველ სართულზე განლაგებულია სივრცე სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. მეორე და მესამე სართულებზე განთავსებულია 500 კაციანი საღონისძიებო დარბაზი. ბოლო სართულზე კი ლაუნჯი და ტერასაა მოწყობილი, სადაც სტუმრებს თბილისის ხედით დატკბობა და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ.