Club Iveria

მრავალპროფილიანი საინვესტიციო კომპანია ივერია გრუპი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების დეველოპმენტს, სათამაშო და გასართობი ცენტრების მართვას, ტურიზმის ბიზნესისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებას, წარმოგიდგენთ ახალ ლოიალურობის სისტემას - Club Iveria.

Club Iveria – ეს არის საშუალება დააგროვოთ განსხვავებული ტიპის პრივილეგიები და ისარგებლოთ სხვადასხვა სახის უპირატესობებით. Club Iveria- ს საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ: ექსკლუზიური შეთავაზებებით, ფასდაკლებებით, საჩუქრებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით და სხვა მრავალი უპირატესობით.

Club Iveria-ს მიზანია ქართველ და უცხოელ მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაღალი დონის მომსახურება. გაუადვილოს წვდომა სხვადასხვა ობიექტებზე და შესთავაზოს განსხვავებული, მაღალი დონის პროდუქტები და მომსახურებები.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Club Iveria-ს ვებ გვერდს.