ივერია ჯგუფი - თბილისის ჯაზ ფესტივალის მე-18 სეზონის სპონსორი

 

23-29 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. თბილისის ჯაზ ფესტივალის ოფიციალური სპონსორი და მასპინძელი ივერია ჯგუფი გახლავთ. ჯაზ ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. წლევანდელ ჯაზ-ფესტივალს ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის, რომელიც პოპ-სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს ახალი ალბომიდან „Wallflower“ შეასრულებს. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე, განახლებული პროგრამით წარდგება ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი. მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალის 6 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანედა და  ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.

 

ფესტივალის პროგრამა:

23 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - DIANA KRALL - Wallflower World Tour

25 ოქტომბერი-20:00სთ-თბილისის საკონცერტო დარბაზი-ESPERANZA SPALDING Presents: EMILY’S D+EVOLUTION

26 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - JEFF BALLARD TRIO

27 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი - AVISHAI COHEN Triveni

28 ოქტომბერი - 20:00 სთ - ივენთ ჰოლი  - EDMAR CASTANEDA TRIO

29 ოქტომბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - FOURPLAY - Celebrating 25 Years On Stage