ივერია გრუპი მრავალპროფილიანი მენეჯმენტ და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის საქმიანობა მოიცავს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების დეველოპმენტს, სათამაშო და გასართობი ცენტრების მართვას, ტურიზმის ბიზნესისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებას.
კომპანიის მიზანია ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის თანამედროვე სტანდარტების მომსახურების დანერგვა და შეთავაზება.
მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად უფრო მეტი კომპანია ენდობა ივერია გრუპს ბიზნესის, გასართობი ცენტრებისა თუ რესტორნების განავითარებასა და მართვაში.
დღეისათვის ივერია გრუპი ორი ძირითადი მიმართულებით აწარმოებს ბიზნესის განვითარებას. მის მართვაში შედის სხვადასხვა კონცეფციის და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტები თბილისსა და ბათუმში.
ჩვენი წარმატებული პროექტებია:
ივერია გრუპი მუშაობს ერთერთი უდიდესი გასართობი ცენტრის პროექტზე თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე, რომელიც გააერთიანებს რესტორნებს, ბარებს, მაღაზიებს, ღამის კლუბს, სასტუმროებს, გალერეას და სხვა. ზემოთხსენებული პროექტი ხორციელდება სილქ როუდ ჯგუფთან, რედისონსა და ნოა სტუდიოსთან პარტნიორობით. მოედანი მრავალფუნქციური გასართობი ლოკაცია იქნება არამხოლოდ ადგილობრივი დამსვენებლისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. ამჟამად მოედანზე ფუნქციონირებს რამდენიმე ობიექტი, მათ შორის კაფე ივერია მყუდრო ინტერიერითა და ულამაზესი ხედით თბილისზე.
ამრიგად, ჩვენი ბიზნესი პირდაპირ მონაწილეობას იღებს საქართველოში სასტუმროების ინდუსტრიის ზრდაში და წამყვან როლს თამაშობს საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.