Tbilisi
მრავალფუნქციური ცენტრი "რესპუბლიკა"
მრავალფუნქციური ცენტრი "რესპუბლიკა" რესპუბლიკის მოედანზე 2017 წელს გაიხსნა. ის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის სტუმრებს.
რესპუბლიკა 24 - თანამედროვე სასადილოს კონცეფციით შექმნილი 24-საათიანი სივრცე ნამდვილი გურმანებისთვის.
რესპუბლიკა 24 რესპუბლიკის მოედანზე მდებარე, ლოფტის სტილში მოწყობილი სივრცეა, რომელიც შექმნილია ქართული თანამედროვე რესტორნის კონცეფციით. ღია სამზარეულო, თონის საცხობი და ქალაქის ცოცხალ ქუჩაზე გახსნილი ხედები ამ ადგილს გამორჩეულ ატმოსფეროს სძენს.
ქართული კლასიკური სამზარეულო აზიური ელემენტებით, სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი საავტორო კერძები და მრავალფეროვანი დესერტები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც რესპუბლიკა 24-ში დღე-ღამის განმავლობაში გელოდებათ.
რესტორანი გთავაზობთ შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანის საავტორო კერძებს, საუკეთესო სასმელებს, ქალაქის ხედებსა და გამორჩეულ სერვისს.
რესპუბლიკა 24 ყოველ პარასკევსა და შაბათს 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ხოლო კვირას სტუმრებს ღამის 2 საათამდე მასპინძლობს.
Tbilisi
მრავალფუნქციური ცენტრი "რესპუბლიკა" რესპუბლიკის მოედანზე 2017 წელს გაიხსნა. ის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის სტუმრებს.