შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2016

კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. 

2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: Quincy Jones & The Global Jumbo All Stars | ქუინსი ჯონსი და „გლობალ გამბო ოლ სთარსი“, Jamie Cullum | ჯეიმი კალუმი, Macy Gray | მეისი გრეი, The Prodigy | პროდიჯი, Ms.Lauryn Hill | მის ლორენ ჰილი, Miles Electric Band | მაილს ელექტრიკ ბენდი, Nik West | ნიკ ვესტი და Chris Brown | ქრის ბრაუნი. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება Macy Gray DJ Set; გაიმართება Nik West-ის, DJ Logic & Friends – ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.