ხოსე კარერასი ქუთაისში

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში აღიარებული ტენორი ხოსე კარერასი სასცენო მოღვაწეობას ამთავრებს და მსმენელს ქუთაისიდან დაემშვიდობება. კონცერტი ცენტრალურ მოედანზეა დაგეგმილი. კარერასი კონცერტს ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამართავს.  მასთან ერთად შესაძლოა მსმენელმა ერთ-ერთი საოპერო მომღერალიც იხილოს.


ეს კონცერტი ნაწილია მასშტაბური პროექტისა „Check in Georgia”, რომლის სპონსორია Club Iveria. პროგრამა ყოველწლიურად გაფართოვდება და ტრადიციად იქცევა. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველო გახდეს რეგიონის კულტურული ცენტრი

"Check in Georgia" თავს მოუყრის ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, მოიცავს 35 ფესტივალს, რომლებიც 19 ქალაქში გაიმართება. იხილეთ მცირე ჩამონათვალი: GEM fest– ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“, თბილისის მოდისკვირეული, თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი და ა.შ.