დაიანა ქროლის ოფიციალური სპონსორები - ივერია ჯგუფი და სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია უმასპინძლებენ გახსნითი კონცერტის შემდეგ დაგეგმილ After Party-ს. ღონისძიება გაიმართება სატუმრო რედისონ ბლუ ივერიას რესტორან Filini-ში 23 ოქტომბერს 22:00 საათზე. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბერლინიდან ჩამოდის Berghain-ის რეზიდენტი DJ - Daniel Berhane. მას პარტნიორობას გაუწევს ახალგაზრდა და წარმატებული ქართველი DJ - ლუკა ნაკაშიძე.