საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიების მე-11 სეზონს „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოუ რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმის, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება.
თბილისის მოდის კვირეულის განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართება.
ჩვენებების პარალელურად „ივერია ჯგუფის“ საღონისძიებო სივრცეში განთავსდება დიდი შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.
თბილისის მოდის კვირეულს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ. თბილისში ჩამოვა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეო მასალაში ასახავენ; სპეციალურად Style.com-თვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი; თბილისში ჩამოვა უკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი დარია შაპოვალოვა, რომელიც სხვა და სხვა საერთაშორისო გამოცემისთვის მოამზადებს მასალას, მათ შორის Style.com-თვის. ქართული მოდა ასევე გაშუქდება ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.
https://www.facebook.com/officialTFWgeo